ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში დაპირისპირება გრძელდება


ეგვიპტეში დაპირისპირება გრძელდება

აქციის ასობით მონაწილემ ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა სამართალდამცავებს.

დღეს, მას შემდეგ, რაც სამხედრო პოლიციამ დააკავა და ცემა აქტივისტი, თვითმხილველთა განცხადებით ეგვიპტის უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ.

აქციის ასობით მონაწილემ ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინა სამართალდამცავებს, რომლებმაც თავის მხრივ მათ წყლის ჭავლის გამოყენებით და ჰაერში გასროლით უპასუხეს.

ადგილობრივი მედია დღეს იუწყება, რომ სამთავრობო შენობები ცეცხლის ალში გაეხვა გახვეული. შეტაკებები კი მთელი დილის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დემონსტრანტთა განცხადებით, პროტესტი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ახალგაზრდა მამაკაცის შეპყრობის და ცემის შესახებ. მსხვერპლი ნოემბერში დაწყებული ეგვიპტის მთავრობის წინ მჯდომარე აქციის მონაწილე იყო.

XS
SM
MD
LG