ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქალაქი ჰამა - სისხლისღვრის ეპიცენტრი


ქალაქი ჰამა - სისხლისღვრის ეპიცენტრი
ქალაქი ჰამა - სისხლისღვრის ეპიცენტრი

სამთავრობო ძალები მოსახლეობას ავტoმატური იარაღიდან და ტანკებიდანაც ესროდნენ.

სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ქალაქ ჰამაში სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოქალაქეებს, რის შედეგადაც 80 ადამიანი დაიღუპა. ოპოზიცია აცხადებს, რომ სამთავრობო ძალები მოსახლეობას ავტoმატური იარაღიდან და ტანკებიდანაც ესროდნენ. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ქალაქის საავადმყოფოები გადატვირთულია დაჭრილებით, რომელთაც ყველაზე მეტად სისხლის გადასხმა ესაჭიროებათ. სავარაუდოდ მოსალოდნელია მსხვერპლის რაოდენობის გაზრდაც.

სამთავრობო ძალებმა ქალაქზე შეტევა დღეს დაიწყეს. მათ პირველ რიგში მოსახლეობის მიერ გადაკეტილი გზა გაწმინდეს. ქალაქის მოსახლეობამ მისასვლელი გზა მას შემდეგ ჩახერგა, რაც ქალაქიდან სამთავრობო ძალები გააძევეს. ქალაქი ჰამა სირიული წინააღმდეგობის ისტორიული ქალაქია. 1982 წელს ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტმა ჰაფეზ ასადმა გამოიყენა სამხედრო ძალა ამბოხებულთა წინააღმდეგ, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა. ამჟამად მისი შვილის - ბაშარ ალ -ასადის მმართველობის წინააღმდეგ ქალაქი ჰამა ოპოზიციის საყრდენ ქალაქს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG