ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის მთავრობა ლიბიელ მეამბოხეებს სესხს სთავაზობს


გერმანიის მთავრობა ლიბიელ მეამბოხეებს სესხს სთავაზობს
გერმანიის მთავრობა ლიბიელ მეამბოხეებს სესხს სთავაზობს

თურქეთში შეკრებილმა 30 ქვეყნის ლიდერმა ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა.

გერმანიის მთავრობა ლიბიელ მეამბოხეებს 144 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს სთავაზობს ქვეყანაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ სესხის გაცემის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე იმის გამო იქნა მიღებული, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფის ფინანსური აქტივები ისევ გაყინული რჩება და ვერ ხერხდება მათი მეამბოხეებისთვის გადაცემა. მინისტრის განცხადებით, სესხი ლიბიაში აუცილებელი სტრუქტურების მოწყობასა დაჰუმანიტარული მდგომარეობის გამოსწორებას უნდა მოხმარდეს.

ცოტა ხნის წინ, თურქეთში შეკრებილმა 30 ქვეყნის ლიდერებმა ლიბიის გარდამავალ ეროვნულ საბჭოს დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვა. ამ ფონზე, ნატო ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში საჰაერო ოპერაციებს აგრძელებს.

XS
SM
MD
LG