ლიბიელი აჯანყებულები დაწინაურდნენ და აღმოსავლეთში მდებარე რას ლანუფის ნავთობის პორტისკენ მიიწევენ. მათ დასავლეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო დახმარებას უწევენ.
პორტი ბრეგა და მასთან ახლოს მდებარე ქალაქი აჯაბია უკვე ორი დღეა აჯანყებულების ხელშია. ეს ორი ქალაქი მუამარ კადაფის მხარდამჭერმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ოპოზიციური ძალების დამარცხების შემდეგ ორი კვირის წინ დაიკავეს.
ლიბიაში საფრანგეთის კონტინგენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ფრანგმა პილოტებმა ლიბიის შეიარაღებული ძალების ხუთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი გაანადგურეს.