ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალიანსი ავღანეთის რამდენიმე რაიონში პროგრესს აღწევს


ალიანსი ავღანეთის რამდენიმე რაიონში პროგრესს აღწევს
ალიანსი ავღანეთის რამდენიმე რაიონში პროგრესს აღწევს

აფეთქება მოხდა სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაჰარში, რომელიც თალიბების მთავარ დასაყრდენად ითვლება. ტერაქტი ქაბულის ბანკის მახლობლად განხორციელდა. ჯერჯერობით არ არის ცნობები დაღუპულების შესახებ.

მანამდე კი ნატომ გაავრცელა ინფორმაცია კოალიციის სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ სამხრეთ ავღანეთში. ალიანსის სარდლობას სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ამავდროულად ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ ალიანსმა რამდენიმე რაიონში შესამჩნევ პროგრესს მიაღწია. კოალიციის პრესპიკერმა გენერალმა ჯოზეფ ბლოცმა ქაბულში შეკრებილ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ საერთშორისო ძალებმა ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ავღანეთში წარმატებას მიაღწიეს:

„ბოლო 90 დღის მანძილზე ავღანეთში კოალიცის სამხედრო ძალებმა შეიპყრეს და გაანადგურეს 880 მეამბოხე ლიდერი, მოკლეს 384 დაბალი რანგის მეამბოხე და ასევე დააპატიმრეს 2300 მეამბოხე. ასევე ახლო მომავალში ჩვენ გველის მძიმე ბრძოლები მეამბოხეთა მიერ კონტროლირებადი რაიონების გასათავისუფლებლად “ - დასძინა გენერალმა.

XS
SM
MD
LG