ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელისუფლება და ოპოზიცია შეთახმდნენ


ხელისუფლება და ოპოზიცია შეთახმდნენ

2 დღის წინ, ახალ ორგანიზაცია ”თავისუფალ საქართველოში” გაერთიანდნენ კონსერვატორები და ხალხის პარტია

საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწისა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით 3 დღეში, 17 ნოემბერს თბილისში ცსკოს შენობაში სახელისუფლებო და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სამუშაო შეხვედრები დაიწყება.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 4 დღის წინ პარლამენტში გამართული შეხვედრა, რომელსაც 15 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრებოდა და რომელიც პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების მთავარ მოვლენად შეაფასა.

ასევე დადებითად შეაფასეს პარლამენტში გამართული შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

"ჩვენ ყველანი დავრწმუნდით, რომ დიალოგს, კომპრომისებს, ერთი მაგიდის გარშემო შემოსხდომას და რაღაც გარკვეულ საკითხზე მსჯელობას ალტერნატივა არ აქვს და ეს არის ცივილიზებული მიდგომა საერთოდ პოლიტიკისადმი. კარგია, რომ ასეთი მიდგომა გაიზიარა სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც თავის დროზე ძირითად აქცენტს აკეთებდნენ ქუჩაზე, ულტიმატუმზე, ხელისუფლების მყისიერ შეცვლაზე და არა თემებზე” - აცხადებს პარლამენტის წევრი გურამ ჩახვაძე.

ოპოზიციური პარტიები ბოლო დროს ქმნიან ახალ გაერთიანებებს . 2 დღის წინ ახალ ორგანიზაციაში ”თავისუფალ საქართველოში” გაერთიანდნენ კონსერვატორები და ხალხის პარტია. მათზე ერთი თვით ადრე, 12 ოქტომბერს ”ახალი ქართული პარტია” დააფუძნეს ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, ტელეკომპანია ”მაესტროს” დამფუძნებელმა ეროსი კიწმარიშვილმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო პარტიის პრეზენტაციას არ დასწრებია.

პოლიტიკური პარტიები, როგორც ეს ჩანს, არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ, თუმცა ოპოზიციის რეიტინგი , როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, არის დაცემული. ის, რომ რეიტინგს პოლიტიკური ძალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ აზრს ფრაქცია ”ძლიერი საქართველოს” წევრი გურამ ჩახვაძე იზიარებს .

"საქართველოში დღეს არ არსებობს ის მინიმალური დემოკრატია, რომ ოპოზიციამ იარსებოს!" - განაცხადა ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით ”საქართველოს გზა” ფუნქციონირებას გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG