ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის რეგიონებში ორი ტერორისტული აქტი განხორციელდა


ავღანეთის რეგიონებში ორი ტერორისტული აქტი განხორციელდა
ავღანეთის რეგიონებში ორი ტერორისტული აქტი განხორციელდა

ნატოს სამხედრო ძალებმა მოიგერიეს იერიში , რის შედეგადაც შვიდი მეამბოხე გაანადგურეს.

დღეს ავღანეთის რეგიონებში ორი ტერორისტული აქტი განხორციელდა. პირველ აქტს ადგილი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით ყუნდუზის პროვინციაში ჰქონდა. მოტოციკლზე დამონტაჟებულმა ბომბმა რვა ადამიანი იმსხვერპლა, დაიჭრა ათობით მოქალაქე.

მეორე შემთხვევას ადგილი ავღანეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ჯალალაბადის აეროპორტში ჰქონდა. აქ თალიბმა მეამბოხეებმა რამდენიმე აფეთქება განახორციელეს.

ნატოს სამხედრო ძალებმა მოიგერიეს იერიში, რის შედეგადაც შვიდი მეამბოხე გაანადგურეს. თუმცა თალიბების წყაროზე დაყრდნობით, ამ ოპერაციაში 14 თვითმკვლელი ტერორისტი ღებულობდა მონაწილეობას, რომელთაგანაც რამდენიმეს შენიღბვის მიზნით ავღანეთის ჯარების სამხედრო ფორმები ეცვა.

XS
SM
MD
LG