ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩეხეთი საქართველოს ნარკომანიის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება


ჩეხეთი საქართველოს ნარკომანიის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება
ჩეხეთი საქართველოს ნარკომანიის პრობლემის გადაჭრაში დაეხმარება

ადიქტოლოგია არის დისციპლინა დამოკიდებულების ქცევების შესახებ, რომელიც წამალდამოკიდებულების, სამედიცინო, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და საკანონმდებლო ასპექტებს მოიცავს.

საქართველოში 40 ათასზე -ზე მეტი ადამიანი ნარკოტიკებს მოიხმარს.

ჩეხი სპეციალისტები წამალდამოკიდებულების სფეროში მომუშავე ქართველ კოლეგებს კვალიფიციური კადრების მომზადებაში დაეხმარებიან, პროექტი არასამედიცინო პროფილის სპეციალისტების - ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკების, პრევენციის სპეციალისტების ადიქტოლოგიაში მომზადებას ითვალისწინებს.

ადიქტოლოგია არის დისციპლინა დამოკიდებულების ქცევების შესახებ, რომელიც წამალდამოკიდებულების, სამედიცინო, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და საკანონმდებლო ასპექტებს მოიცავს, ეს დისციპლინა პრაღის უნივერსიტეტში თითქმის 6 წლის წინ დაინერგა.

საქართველოში ჩეხეთის სრულუფლებიანი ელჩის განცხადებით ჩეხეთს ბრძოლაში ნარკომანიასთან, დიდი გამოცდილება დაუგროვდა , რომელიც სურს საქართველოს გაუზიაროს..

იმ მიზნით, თუ რამდენად საჭიროებს საქართველო ახალი დისციპლინის შემოღებას , არასამთავრობო ორგანიზაცია დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა ”ალტერნატივა ჯორჯიამ” ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგად შემდეგი დასკვნა გამოიტანა :

"კვლევამ ცხადყო, რომ საქართველოში ადიქტოლოგიის დარგში კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობა შეიმჩნევა, რომ საქართველოში არ არსებობს ადიქტოლოგიის სფეროში განათლების მიღების ეფექტური მექანიზმები. საქართველოს განათლების სისტემის ყველა სეგმენტში სასწავლო პროგრამები უნდა შემუშავდეს " - ამბობს ცენტრის დირექტორი დავით ოთიაშვილი .

“ ვგეგმავთ ჩეხური გამოცდილების გადმოტანას და და მათი დახმარებით სასწავლო პროგრამის დანერგვას. ეს პროგრამა მოამზადებს სპეციალისტებს, რომლებიც წამალდამოკიდებულების დარგში იმუშავებენ. ჩვენ შევისწალეთ თუ ვინ მუშაობს დარგში, რა განათლება აქვთ, აღმოჩნდა, რომ ნარკოტიკების მოხმარების დარგში საქართველო მხოლოდ ერთი ტიპის სპეციალისტებს , ექიმ-ნარკოლოგებს ამზადებს . მეც ექიმი-ნარკოლოგი ვარ და ვიცი დაავადებულ ადამიანს როგორ ვუმკურნალო. მაგრამ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემა არ არის მხოლოდ ავადმყოფისთვის წამლის დანიშვნა, ეს პრობლემას არ აგვარებს. ბევრი სხვა ასპექტია გასათვალისწინებელი, სოციალური, ფსიქოლოგიური, იურიდიული და ა.შ. ჩატარებულმა შეფასებამ აჩვენა, რომ არსებობს უდიდესი საჭიროება სხვა პროფილის სპეციალისტებიც მომზადნენ, ფსიქოლოგები, რომლებიც იმუშავებენ წამალდამოკიდებულ ადამიანთან, სოციალური მუშაკები, რეაბილიტაციის სპეციალისტები. საბოლოო ჯამში იქნება შემოღებული სპეციალობა ადიქტოლოგია. პირველი ეტაპისთვის შესაძლებელია გადამზადების კურსები დაინერგოს. პირველ ეტაპზე ჩვენ ჩეხეთის დახმარების იმედი გვაქვს."

სტატისტიკური მონაცემებით 40 ათასი ადამიანი საქართველოში ნარკოტიკულ ნივთიერებაზეა დამოკიდებულლი :

” 40 ათასი წამალდამოკიდებული, ინიექციურ ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ნარკოტიკებს მხოლოდ 40 ათასი ადამიანი მოიხმარს, გაცილებით მეტია ნარკოტიკებზე დამოკიდებული, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ არარეგულარული, არასისტემური მომხმარებლები და დამოკიდებულება არ აქვთ ჩამოყალიბებული. რეაბილიტაცია საერთოდ არ არის საქართველოში. ამიტომ, რომც გაიხსნას სარეაბილიტაციო ცენტრები, ხომ საჭიროა სპეციალისტები, რომლებიც შემდეგ ამ ცენტრებში იმუშავებენ ?! ამ კადრების მომზადებაში დაგვეხმარებიან ჩეხები”- აღნიშნავს ბატონი დავით ოტიაშვილი.

XS
SM
MD
LG