ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ზელანდია აშშ-ს დახმარებაზე უარს ამბობს


ახალი ზელანდია უაღრესად მადლიერია შემოთავაზებული დახმარებისთვის.

ახალი ზელანდიის მთავრობამ უარი განაცხადა შეერთებული შტატებისა და გაეროს მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა.

ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის უწყების დირექტორმა ჯონ ჰამილგტონმა განაცხადა, რომ საგარეო დახმარება ქვეყანს არ სჭირდება, მაგრამ ახალი ზელანდია უაღრესად მადლიერია შემოთავაზებული დახმარებისთვის.

გუშინ ახალი ზელანდიის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე რიხტერის შკალით 7,1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიუხედავად სიძლიერისა, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კუნძულზე საგრძნობლად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

XS
SM
MD
LG