ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აიათოლა ალი ხამენეი ამერიკას მოლაპარაკებებისათვის წინაპირობას უყენებს


აიათოლა ალი ხამენეი ამერიკას მოლაპარაკებებისათვის წინაპირობას უყენებს
აიათოლა ალი ხამენეი ამერიკას მოლაპარაკებებისათვის წინაპირობას უყენებს

როგორც ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, ირანი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან თუ აშშ მოუხსნის სანქციებს ირანს და შეაჩერებს მუქარის ტონით მასთან საუბარს. მისივე თქმით პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი მზადაა იმისათვის, რომ ამ წინაპირობების შესრულების შემთხვევაში ირანმა მოლაპარაკებები დაიწყოს მისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ. გაერთიანებული შტაბების მეთაურთა თავმჯდომარემ ადმირალმა მაიკლ მალენმა აგვისტოს დასაწყისში განაცხადა, რომ აშშ-ს გააჩნია გეგმები ირანზე თავდასხმისა, რათა მან ვერ შეიმუშავოს ბირთვული იარაღი. მისივე თქმით იმედია ამერიკას არ მოუწევს ამ გეგმის განხორციელება.

XS
SM
MD
LG