ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიტყვით გამოსვლისას, უნმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა. მათ შორის იყო საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველად გამოვიდა საჯარო სიტყვით. ის საკუთარ ხალხს „საბოლოო გამარჯვებას“ დაპირდა და არმიის მიერ შემუშავებული ახალი გრძელ რადიუსიანი რაკეტის შესახებ ამცნო.

სიტყვით გამოსვლისას, უნმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა. მათ შორის იყო საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკა. მან განაცხადა, რომ დღემდე საერთაშორისო ასპარეზზე დასავლური ქვეყნები ჩრდილოეთ კორეის დაშინებას ცდილობდნენ. მისი თქმით, მალეს ასეთი მოქმედებები შესაძლებელი აღარ იქნება.

„სამხედრო ტექნოლოგიებში მონოპოლიური უპირატესობა იმპერიალისტებს აღარ აქვთ. საბოლოოდ დასრულდა დრო, როცა ჩვენი მტრები ატომური ბომბის გამოყენებით გვემუქრებოდნენ.“

XS
SM
MD
LG