ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს სამივე რეზოლუცია ძალაში რჩება


რუსეთ-საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს სამივე რეზოლუცია ძალაში რჩება
რუსეთ-საქართველოს შესახებ ევროსაბჭოს სამივე რეზოლუცია ძალაში რჩება

რუსეთ-საქართველოს საკითხის შემსწავლელმა მონიტორინგის კომიტეტმა ევროსაბჭოში მიუხედავად რუსეთის დიდი წინააღმდეგობისა რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მიღებული სამივე რეზოლუცია დატოვა ძალაში. ამ საკითხზე მისი აზრი ამერიკის ხმას პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გაუზიარა:

-„მნიშვნელოვანია, რომ სამივე რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დატოვა ძალაში. კერძოდ, ეს ეხება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას, ევრომონიტორების დაშვებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დევნილების უსაფრთხო დაბრუნებას. იმისათვის, რომ მოხდეს რუსეთზე ზეწოლა და მართლაც დაიძრას ეს საკითხი მკვდარი წერტილიდან ჩემის აზრით მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური ძალისხმევა ამ შემთხვევაში არ არის საკმარისი. ერთის მხრივ ჩვენ მადლიერები ვართ სხვადასხვა ევროპული თუ სხვა საერთაშორისო სტრუქტურის, რომლებიც ღიად აფიქსირებენ სხვადასხვა დოკუმენტებსა თუ რეზოლუციების დადგენილებებში ტერმინს ოკუპაციას. მეორეს მხრივ ჩემის აზრით გარკვეული ეკონომიკური ბერკეტებიც უნდა ამუშავდეს, რადგანც ამ კონკრეტულმა რეზოლუციამ შემდგომში პრაქტიკაში ჰპოვოს ასახვა.

ჩემის აზრით მხოლოდ და მხოლოდ რეზოლუციებით ვერ შემოვიფარგლებით, ეს არ აირს საკმარისი. რუსეთი სარგებლობს იმით, რომ ევროპა დამოკიდებულია რუსეთზე ენერგომომარაგების თვალსაზრისით და ასევე იმით, რომ რუსეთი არის დიდი ბაზარი და იქ გარკვეული ინვესტიციები არის განხორციელებული. აქედან გამომდინარე თუ მომავალში მოხდება რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირება და თუ კიდევ უფრო მეტად გაიაზრებს დასავლეთი იმას თუ რას წარმოადგენს რუსეთი დღევანდელ საერთაშორისო სისტემაში, ჩემის აზრით ეს რადიკალური ნაბიჯები მომავალში რუსეთს აიძულებს გარკვეულ დათმობაზე წავიდეს.“

XS
SM
MD
LG