ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იმიგრაციის კანონი - განხეთქილება ლათინო-ამერიკელ რესპუბლიკელებში


იმიგრაციის კანონი - განხეთქილება ლათინო-ამერიკელ რესპუბლიკელებში
იმიგრაციის კანონი - განხეთქილება ლათინო-ამერიკელ რესპუბლიკელებში

ახალი კანონი, რომელიც არიზონის შტატში შემოიღეს ადგილობრივი პოლიციისაგან მოითხოვს ეჭვმიტანილთა შემოწმებისას საემიგრაციო სტატუსის დადგენას. აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ დროებით შეაჩერა ამ კანონის მოქმედება, თუმც მან უკვე განხეთქილება შეიტანა არიზონის ლათინურენოვან მოსახლეობაში საშტატო და ფედერალური არჩევნების წინა პერიოდში. კანონს მიმდინარე წელს ხელი მოაწერა არიზონის გუბერნატორმა ჯენ ბრიუერმა. ეს კანონი უკვე ცნობილია, როგორც სენატის ბილი #1070. აი რა მოსაზრება გამოთქვა ჩვენთან საუბარში არიზონელ ლათინოსთა რესპუბლიკური ასოციაციის თავმჯდომარემ ჯესი ჰერნანდესმა:

-„ ერთი რამ აშკარად ნათელია - ჯენ ბრიუერს სურს პრაქტიკულად გაატაროს სენატის ბილი 1070, ხოლო მისი ოპონენტი, რომელიც დემოკრატიული პარტიიდანაა ამას არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს.“

ჰერნანდესს და ამ კანონის სხვა მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კანონი მოწოდებულია არ დაუშვან დისკრიმინაცია, მაგრამ ლათინოსთა განსაზღვრული ნაწილი ამტკიცებს, რომ ამ კანონს სწორედ დისკრიმინაცია მოჰყვება და რომ ჰერნანდესი ლათინოსთა მოღალატეა. ჰერნანდესი ამაზე პასუხობს:

-„ჩემი ოპონენტები არ იშურებენ ჩემს წინააღმდეგ ისეთ ეპითეტებს, როგორიცაა რასისტი, მოღალატე და ა.შ. ყველაფერი ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს. იმაზე თუ რამდენად უვიცი და გაუნათლებელია ეს ხალხი.“

დიდი გარსია ბლეიზი სომოსის რესპუბლიკელთა სახელით ცნობილი პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელიც ამ კანონის წინააღმდეგ გამოდის. იგი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ლათინური წარმოშობის რესპუბლიკელი გააერთიანოს მის მოძრაობაში, რათა ამ კანონის წინააღმდეგ იბრძოლონ.

-„ ჩვენ სოციალურად კონსერვატორები ვართ და ვამაყობთ ამით. ჩვენ ვთვლით, რომ უნდა შემცირდეს მთავრობის როლი საზოგადოების ცხოვრებაში და შემცირდეს გადასახადები. სენატის ბილი #1070 ლაკმუსის ქაღალდივითაა, რომელიც გამოაჩენს იმას თუ ვინ რა პოზიციაზე დგას იმ საკითხში. „

ემიგრაციის ადვოკატი ხოსე პენალოსა დარწმუნებულია, რომ რესპუბლიკური პარტია დიდ შეცდომას უშვებს იმით, რომ ლათინურ-ამერიკული წარმოშობის მოსახლეობაში უარყოფით მიდგომას აღვივებს.

-„ლათინოსთა ხმები აქ მომავალი თაობისთვის კრიტიკულ როლს შეასრულებს და დადგება ისეთი დრო, როდესაც რესპუბლიკური პარტია მიხვდება იმას, რომ არჩევნების თვალსაზრისით თვითმკვლელობა ჩაიდინა იმით, რომ თავის დროზე არ განიმტკიცა საკუთარი პოზიციები ლათინოსთა შორის“ - აღნიშნა ხოსე პენალოსემ.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად ამერიკელები მხარს უჭერენ ახალ კანონს. ასე რომ რესპუბლიკელებს ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ალბათ არასასურველი სურპრიზები არ ელის. თუმც იმის გათვალისწინებით, რომ ლათინოამერიკული წარმოშობის მოსახლეობა სულ უფრო იზრდება მდგომარეობა შეიძლება მომავალში შეიცვალოს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ არიზონაში ჩატარებულმა არჩევნებმა ცხადჰყო ის, რომ ლათინურენოვანმა მოსახლეობამ უმეტესად დემოკრატებს დაუჭირა მხარი. ეს ოპტიმიზმის იმედს უსახავს დემოკრატიული პარტიის რწმუნებულს ჯენიფერ ჯონსს:

-„ ჩვენ დავაფიქსირეთ ლათინოსთა შორის ამომრჩეველთა რეგისტრაციის მსურველთა ზრდა. ამას გარდა დიდი აქტივობა შეიმჩნევა საარჩევნო სფეროში ლათინოამერიკელებს შოის, რაც მათ აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოხატონ თავისი უკმაყოფილება მათი მდგომარეობის გამო. „

მიუხედავად ყველაფრისა ამ საკითხზე ლათინურენოვანი მოსახლეობა ამ კანონით მაინც კმაყოფილია. ჯესი ჰერნანდესს მიაჩნია, რომ ყველაფრის მიზეზია ფედერალური მთავრობის უსუსურობა იმაში, რომ დღემდე ვერ შესძლო არალეგალური იმიგრაციის შეჩერება ამერიკის საზღვრებზე.

XS
SM
MD
LG