ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პოლონეთში წყალდიდობით გამოწვეულ ზარალს ითვლიან


პოლონეთში წყალდიდობით გამოწვეულ ზარალს ითვლიან
პოლონეთში წყალდიდობით გამოწვეულ ზარალს ითვლიან

სტიქიამ 15 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

პოლონეთის პრემიერ მინისტრი წყალდიდობით დაზარალებულებს დამხმარებას აღუთქვამს იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის ბიუჯეტში მზარდი დეფიციტის პრობლემა აღინიშნება.

დღეს პრემიერ მინისტრმა დონალდ ტუსკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ქვეყნა 950 მილიონ დოლარს დახარჯავს იმაზე,რომ გადაუღებელი წვიმებითა და მასობრივი წყალდიდობით გატანჯულ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქოს.

პოლონეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობამ უამრავი ფერმა და საცხოვრებელი სახლი დატბორა.ათასობით ადამიანი სტიქიის ზონიდან ევაკუირებული იქნა. თუმცა სტიქიამ 15 ადამიანის სიცოცხლე მაინც შეიწირა.

ოფიციალური დაანგარიშებით, პოლონეთი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით სამი მილიარდი დოლარით დაზარალდა. თუმცა პრემიერ მინისტრი ტუსკი და მთავრობა იმედს არ კარგავს და სჯერა, რომ ხელისუფლება შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს იპოვნის და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა არ დაზარალდება.

მეტერეოლოგიური პროგნოზების თანახმად, პოლონეთში კიდევ რამდენიმე დღე გადაუღებლად იწვიმებს.

XS
SM
MD
LG