ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გააკრიტიკა გაეროს დაწესებული სანქციები


ირანის რევოლუციურმა გვარდიამ გააკრიტიკა გაეროს მიერ დაწესებული სანქციები, რომლის ძირითადი სამიზნე ირანის სამხედრო ელიტაა.

დღეს გვარდიის გენერალმა ჰოსეინ სალამიმ აღნიშნა,რომ ბირთვული იარაღის წარმოებაში ეჭვმიტანილი ირანისთვის სადამსჯელო ზომების დაწესება მას არაფრად ადარდებს.

შეგახსენებთ,რომ თეირანი დღემდე ირწმუნება,რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის სჭირდება და მის შეწყვეტას არ აპირებს.

ჰოსეინ სალამიმ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც,რომ ირანის სამხედრო ძალებს თავდაცვის ყველა საშუალება მობილიზებული აქვთ და უარესი სცენარისთვისაც არიან მზად.

XS
SM
MD
LG