ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას


აშშ კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

აშშ- საქართველოსადმი მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფო დეპარტამენტში, ბრიფინგზე 8 აგვისტოს. საქართველო-რუსეთის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა სწორედ აშშ-ს საქართველოსადმი მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

ამ საკითხზე საუბრობს ჩვენი რესპონდეტი პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე:

ე.გ - „უკვე შესრულდა სამი წელი, მას შემდეგ რუსეთმა აშკარა აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და ეს ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა საქართველოსათვის. საქართველოსთვის, უპირველეს ყოვლისა, უმნიშვნელოვანესი იყო და დღესაც რჩება, მსოფლიო წამყვანი ქვეყნების მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის შედეგების ლიკვიდაციისათვის. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გამოიხატოს საქართველოს ისტორიული მიწების დეოკუპაციისათვის. ამდენად უმნიშვნელოვანესი იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენიტის წარმომადგენელის მარკ ტონერის ამასწინანდელი გამოსვლა, სადაც მან მკაფიოდ ჩამოაყალიბა აშშ-ს პოზიცია საქართველოს მიმართ, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოითხოვს იმ ცნობილი შეთანხმების- სარკოზი-მედვედევის შეთანხმების ექვსი პუნქტის უპირობო შესრულებას და ამ ტერიტორიის ფაქტობრივ დეოკუპაციას, რაც იმით გამოიხატება, რომ რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს ამ ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, ეს არის უპირველეს ყოვლისა, ჯერჯერობით მხოლოდ და მხოლოდ აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც სამწუხაროდ არ ითვალისწინებს რუსეთი და რომელიც არ ჩაჯდა ამერიკისა და რუსეთის გადატვირთვის პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე შეიძლება უმნიშვნელოვანესი ყურადღება მივაპყროთ კიდევ იმ ფაქტს რომ აშშ მოსკოვისგან მოითხოვს, რომ მოხდეს ჰუმანიტარული დახმარების უპირობო შესვლა კონფლიქტის ზონებში და ამავე დროს დაშვებული იქნას ევროკავშირის წარმომადგენლები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე იმ ვითარებას, რომელიც ამჟამად იქ არის. ამასთან ერთად აშშ მხარს უჭერს ჟენევის დიალოგის გაგრძელებას, რომელსაც ბოლოს და ბოლოს რაღაც მცირე, მაგრამ მაინც კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყვეს.და კიდევ ერთი, აშშ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს. ეს იქნება დიპლომატიური თუ სხვადასხვა ხაზებით ზემოქმედება რუსეთზე, მაგრამ აქ მთავარი არის კიდევ ერთი რამ, რომ აშშ-ს ამ მტკიცე პოზიციას უნდა დაემატოს აგრეთვე ევროპის ქვეყნების ასევე მკაფიო და მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკა, რომელიც აიძულებს ერთობლივი ძალებით რუსეთს სამხედრო ძალები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან .“

XS
SM
MD
LG