ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში ავიაციამ დარტყმა კადაფის მოწინააღმდეგეებზე მიიტანა


ლიბიაში ავიაციამ დარტყმა კადაფის მოწინააღმდეგეებზე მიიტანა
ლიბიაში ავიაციამ დარტყმა კადაფის მოწინააღმდეგეებზე მიიტანა

ლიბიის ავიაციამ ქვეყნის აღმოსავლეთში დარტყმა მიიტანა ორ ქალაქზე, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. როგორც მეამბოხეთა მეთაურმა განაცხადა მოამარ კადაფის ერთგულმა ძალებმა ისევ იგდეს ხელთ საპორტო ქალაქ რას ლანუფის კონტროლი.

ლიბიის ავიაციამ ქვეყნის აღმოსავლეთში დარტყმა მიიტანა ორ ქალაქზე, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. როგორც მეამბოხეთა მეთაურმა განაცხადა მოამარ კადაფის ერთგულმა ძალებმა ისევ იგდეს ხელთ საპორტო ქალაქ რას ლანუფის კონტროლი. როგორც პოლკოვნიკმა ტარეკ საად ჰუსეინმა განიცხადა ვოლ სტრიტ ჟურნალში მისი აზრით ამ ქალაქის დაკავება მიუთითებს იმაზე, რომ კადაფის ერთგული ძალები შესძლებენ მწყობრიდან გამოიყვანონ ელექტროსადგური, რომელიც ქალაქ ბენღაზის და მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფ სხვა ქალაქებს აწვდის ელექტროენერგიას. გუშინ ლიბიის სამხედრო-საჰაერო ძალები შეეცადნენ ბენღაზის დაბომბვას, თუმც მათი შეტევა მეამბოხეთა საზენიტო ბატარეებმა მოიგერიეს. ტრიპოლიში უშიშროების ძალბემა მასობრივი ანტი-სამთავრობო დემონსტრაცია დაარბიეს.

XS
SM
MD
LG