ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ არ მიიღო მონაწილეობა საქართველომ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოსმენაში?


რატომ არ მიიღო მონაწილეობა საქართველომ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოსმენაში?
რატომ არ მიიღო მონაწილეობა საქართველომ აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოსმენაში?

17 იანვარს პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ეგიდით „რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შედეგების საკითხზე მოსმენა გაიმართა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ ასამბლეა დროდადრო განიხილავს "საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგების“ საკითხს. ბოლო მოსმენა საპარლამენტო ასამბლეაში ქართულმა დელეგაციამ გააკრიტიკა. რა იყო ამის მიზეზი? მოახდინა თუ არა ზეწოლა რუსეთმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე? ამ საკითხზე ჩვენი რესპონდენტი პოლიტიკური აკადემიის პროფესორი, ბატონი გოჩა მსხილაძე საუბრობს:

-"აქ ორი მხარე უნდა გამოვყოთ, ეს არის რუსული მხარის პოზიცია და ქართული მხარის პოზიცია. რუსული მხარის პოზიცია ნათელია და ის არც მალავს თავის პოზიციას და მუდმივად ცდილობს ზეწოლა მოახდინოს საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე.ისიც უნდა აღინიშნოს რონ დღეს მსოფლიოში რუსეთის ხვედრითი წონა არ არის პატარა. აქამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იმ პოზიციას იზიარებდა, რომელიც რუსეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. ასამბლეის ბოლო მოსმენაზე რუსეთ- საქართველოს ომთან დაკავშირებული საკითხი მხოლოდ ჰუმანიტარულ ჭრილში იყო განხილული პოლიტიკური ასპექტების გარეშე. მიუხედავად ამისა მაინც არ მიმაჩნია, რომ ამჟამად ევროსაბჭოს ასამბლეამ ფუნდამენტურად შეცვალა თავისი პოზიცია რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ასამბლეამ საკითხის განხილვა უბრალოდ სხვა კუთხით დააყენა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც აიძულებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა, რათა მკვდარი წერტილიდან დაიძრას აღნიშნული საკითხი. ჩემის აზრით საქართველოსათვის ერთადერთი გამოსავალი არის სწორი საშინაო პოლიტიკის წარმოება, რაც დემოკრატიზაციის საკითხთან არის დაკავშირებული. საქართველო ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ დემოკრატიზაციის მაღალი ხარისხი შესთავაზოს დასავლეთს."

XS
SM
MD
LG