ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი ქართული მედია სივრცის თაობაზე


აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი ქართული მედია სივრცის თაობაზე
აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი ქართული მედია სივრცის თაობაზე

საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯინ ბასმა განაცხადა, რომ საქართველოში მედია ჩამოყალიბების პროცესშია, სადაც საზოგადოებისთვის ნამდვილად ფართო სპექტრია წარმოდგენილი, თუმც არა აუცილებლად ობიექტური. მისივე თქმით ასევე მედიაში შეიმჩნევა ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა ისეთი საკითხების მიმართ, როგორებიცაა მთავრობის საქმიანობა და მთავრობისა და ბიზნესის გადაკვეთის საკითხები. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ბატონი ნუგზარ რუხაძე სწორედ აშშ-ს ელჩის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით:

-"უნდა დავეთანხმო ბატონ ელჩს იმაში, რომ ქართულის ჟურნალისტიკა ჩამოყალიბების პროცესშია, ის ახალგაზრდაა. ის წარმატებით ეჯიბრება მსოფლიო ჟურნალისტიკას და ნელ-ნელა გადის იმ სიმაღლეზე, სადაც ობიექტური, სამართლიანი ჟურნალისტიკა სუფევს და საქმიანობს.ცხადია ამ პროცესში არის ძალიან ბევრი ნაკლი. ისიც სწორია, რომ გამოძიებითი მხარე ქართული ჟურნალისტიკის მოიკოჭლებს. ჩვენ არ ვართ განებივრებული საგამომზიებლო მასალებით. ცხადია, რომ უკეთესი იქნება გამოძიებით ჟურნალისტიკას ჰქონდეს ის ასპარეზი და ის გასაქანი, რომელიც ცხოვრებას აუმჯობესებს, ანუ გვაფხიზლებს იმ ნაკლების მიმართ, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში."

ამერიკის ხმის წესდება რამოდენიმე პრინციპს ემყარება.კერძოდ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, გაბალანსებული, ობიექტური და ყოვლისმომცველი და ამერიკის ხმის საშუალებით წარმოადგენილი უნდა იყოს ამერიკის საზოგადოება და არა რომელიმე ერთი ნაწილი ამ საზოგადოებისა. ახერხებს თუ არა ამას ამერიკის ხმა და შეიძლება თუ არა ამერიკის ხმა მოვიყვანოთ როგორც მაგალითი ქართული მედია სივრცისთვის? ამ კითხვას ბატონმა ნუგზარმა ასე უპასუხა:

-"ჩემის აზრით ამერიკის ხმა ცდილობს, რომ ეს მოახერხოს და საკმაოდ კარგადაც ახერხებს ამას. ყოველ შემთხვევაში ჩვენი ნაწილი ამერიკის ხმისა, ქართული ნაწილი საკმაოდ ობიექტურად, გონივრულად და საზრიანად მუშაობს. სწორედ ამიტომ მე მმივესალმები ამ რადიოსადგურს."

XS
SM
MD
LG