ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოგანი ისრაელს მოთხოვნით მიმართავს


ერდოგანი ისრაელს მოთხოვნით მიმართავს
ერდოგანი ისრაელს მოთხოვნით მიმართავს

როგორც თურქეთის პრემიერ მინისტრი ტაიპ ერდოგანი აცხადებს, თურქეთი ისრაელთან ურთიერთობის გაუმჯობებსებას არ აპირებს, სანამ ისრაელი არ მოიხდის ბოდიშს იმ საზარელ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზაში მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე რეიდი მოაწყვეს. რეიდის დროს თურქეთოს 9 მოქალაქე დაიღუპა.

ამავე განცხადების თანახმად, ტაიპ ერდოგანი ისრაელისგან რეიდის დროს დაღუპულთა ოჯახებისთვის ანაზღაურებას მოითხოვს. მან იქვე დასძინა, რომ დროა ისრაელმა ღაზას სექტორზე ბლოკადა მოხსნას.

პრემიერ მინისტრი სტამბოლში პალესტინელი ელჩების შეხვედრაზე გამოვიდა სიტყვით. შეხვედრას ესწრებოდა პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასიც.

ისრაელი აცხადებს, რომ გასულ წელს ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე მოწყობილი რეიდი თავდაცვის მიზნით განხორციელდა.

XS
SM
MD
LG