ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხორვატიაში რეფერენდუმი იმართება


ხორვატიაში რეფერენდუმი იმართება
ხორვატიაში რეფერენდუმი იმართება

ხორვატი ნაციონალისტები ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან

დღეს ხორვატიაში რეფერენდუმი ტარდება. მოსახლეობამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. რეფერენდუმის შედეგის მიხედვით, ევროკავშირის წევრთა რაოდენობა შესაძლოა 28 ქვეყნამდე გაიზარდოს. ხორვატიის შესაძლო გაწევრიანების საკითხი ემთხვევა ევროზონის ქვეყნებში წარმოქმნილ ფინანსურ კრიზისს. მიუხედავად ამისა, წინასწარი გამოკითხვებით, ხორვატიის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში შესვლას. თუმცა, ქვეყანაში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროგაერთიანებაში გაწევრიანების წინააღმდეგია. დღეს დედაქალაქ ზაგრებში პოლიციასა და ნაციონალისტებს შორის შეტაკებაც მოხდა. ხორვატი ნაციონალისტები, ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან.

XS
SM
MD
LG