ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტის ექსტრადიციაზე მოთხოვნა გადაცემულია


ბელარუსის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, პროკურატურა განიხილავს ყირგიზეთის მოთხოვნას.

ბელარუსის მთავრობას ყირგიზეთის განდევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის ექსტრადიციის მოთხოვნა ოფიციალურად გადაეცა.

ბელარუსის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, პროკურატურა განიხილავს ყირგიზეთის მოთხოვნას.

ბაკიევი ყირგიზეთიდან 7 აპრილს გაიქცა. საპროტესტო დემონსტრაციებსა და არეულობას ქვეყანაში 85 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ როზა ოტუნბაევა მოქმედ პრეზიდენტად მიმდინარე კვირას დასახელდა. მისი დამტკიცება თანამდებობაზე ეროვნული რეფერენდუმის ჩატარებას საჭიროებს. რეფერენდუმი ივნისისთვის იგეგმება.

საპრეზიდენტო არჩევნები კი ყირგიზეთში მომავალი წლის ოქტომბერში შედგება.

ყირგიზეთის გარდამავალი მთავრობა ბაკიევს მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებს. დროებითი მთავრობის ლიდერები ყოფილ პრეზიდენტს ასევე ბრალს სდებენ, რომ მისი ბრძანებით ძალოვანმა სტრუქტურებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებს.

XS
SM
MD
LG