ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა ავღანეთის ოპერაციის ახალი დაფინანსება


აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა ავღანეთის ოპერაციის ახალი დაფინანსება

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 59 მილიარდი დოლარი, რომელიც მოხმარდება პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას ავღანეთში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა გაზრდის თაობაზე. 308 ხმით 114-ის წინააღმდეგ ეს ზომა მიღებულ იქნა და ახლა მას ხელი უნდა მოაწეროს თვით პრეზიდენტმა ობამამ. ეს ბილი მოიცავს 37 მილიარდ დოლარს, რომელიც დაიხარჯება ავღანეთში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცის გადასროლაზე და ერაყში მიმდინარფე ოპერაციების დასაფინანსებლად. ბილი სენატმა უკვე დაამტკიცა. 2001 წლის შემდეგ ორი ომის დაფინანსებისათვს მთლიანობაში კონგრესმა ტრილიონ დოლარზე მეტი გამოყო.

XS
SM
MD
LG