ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

" ავღანეთის დარეგულირების პროცესი ხანგრძლივი იქნება "- აცხადებს ბან კი მუნი


" ავღანეთის დარეგულირების პროცესი ხანგრძლივი იქნება "- აცხადებს ბან კი მუნი
" ავღანეთის დარეგულირების პროცესი ხანგრძლივი იქნება "- აცხადებს ბან კი მუნი

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობის გეგმის განხორციელება, რომელიც მოიცავს 2014 წლისათვს ქვეყნის უშიშროების კონტროლის ხელში აღებას ქვეყნის მართვის გაუმჯობესებას და კორუფციასთან ბრძოლას საკმაოდ რთული და ხანგრძლივი იქნება. მან ეს განცხადება გააკეთა გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე, საუბრობდა რა დონორ სახელმწიფოთა კონფერენციის თაობაზე, რომელიც ქაბულში გაიმართა ავღანეთის მომავლის საკითხზე და რომელსას იგი თავმჯდომარეობდა. ბატონი ბანის თქმით იგი კმაყოფილია კონფერენციის შედეგებით, თუმც როგორც მან აღნიშნა ავღანეთის მთავრობა და საერთაშორისო საზოგადოებრიობა დროა სიტყვიდან საქმეზე გადავიდნენ.

XS
SM
MD
LG