საფრანგეთის სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააპატიმრეს, რომლებიც საფრანგეთის მოქალაქეებს პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე მდებარე, გასამხედროებულ ბანაკებში წვრთნებისთვის აგზავნიდნენ.
საფრანგეთის უშიშროების სამსახურის ცნობით, ხუთი დაკავებულიდან ორი დღეს, შარლ-დე გოლის აეროპორტში დააპატიმრეს.
ხუთივე ეჭვმიტანილი ანტი-ტერორისტულ საქმეთა მოსამართლეების ბრძანების საფუძველზე დააპატიმრეს.