ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპის უსაფრთხოება


ბრიტანეთის პოლიციამ ხუთი კაცი ლონდონში დააპატიმრა.

ბრიტანეთის პოლიციამ ხუთი კაცი დააკავა რომის პაპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. პოლიციამ აღნიშნული პირები ლონდონში დააპატიმრა.

დაკავებულები 26-დან 50 წლამდე მამაკაცები არიან, რომელთა ეროვნება პოლიციას თავიდან არ გაუმჟღავნებია, თუმცა შემდეგ განაცხადეს, რომ ისინი ალჟირიდან არიან წარმოშობით. დაჭერების შემდეგ პოლიციამ ლონდონის ცენტრში რამდენიმე ბინა და ოფისი გაჩხრიკა, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა.

ვატიკანის წარმომადგენლის განცხადებით, რომის პაპს შეატყობინეს ამ შემთხვევის შესახებ, თუმცა მას რაიმე შეშფოთება არ გამოუხატავს ამასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG