ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიაში 11 მეამბოხე დაიღუპა


ლიბიაში 11 მეამბოხე დაიღუპა
ლიბიაში 11 მეამბოხე დაიღუპა

კადაფის შეიარაღებული ძალების მიერ მისრატას შემოგარენის მასირებული საარტილერიო დაბომბვის შედეგად 11 ლიბიელი მეამბოხე დაიღუპა, ხოლ 40-ზე მეტი კი დაიჭრა.

ამ ფონზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ გამოხატა იმედი, რომ ლიბიის კონფლიქტი პოლიტიკური გზებით მოგვარდება. მან ეს განცხადება ანკარაში გააკეთა გაერთიანებული არაბული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრ შეიხ აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანთან და ლიბიის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან მაჰმუდ ჯიბრილთან შეხვედრის შემდეგ. ეს შეხვედრა ნაწილია მოსამზადებელი სამუშაოებისა, რომელიც 15 ივლისს ლიბიის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრით უნდა დაგვირგვინდეს.

XS
SM
MD
LG