ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ლიდერები იაპონიაში ჩადიან


მსოფლიო ლიდერები იაპონიაში ჩადიან
მსოფლიო ლიდერები იაპონიაში ჩადიან

"ჩვენ ავამოქმედებთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციას შეძლებენ.“

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა და მსოფლიოს სხვა ლიდერები იაპონიაში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკურ თანამშრომლობის შეხვედრაზე ჩავიდნენ.

ქალაქ იოკოჰამაში გამართული შეხვედრა, ფაქტიურად სეულში დიდი ოცეულის ყრილობის გაგრძელებას წარმოადგენს.აქ დაძაბული საუბარი გაიმართა ჩინეთის ვალუტის იუანის საკითხთან დაკავშირებით, რომლის დაბალი კურსი, დოლართან მიმართებაში ამერიკელ სავაჭრო პარტნიორებს აზარალებს.

ჩინეთი თავად განსაზღვრას საკუთარი ვალუტის კურსს და არ აძლევს ამერიკას თავისუფალი ბაზრის კანონების ამოქმედების საშუალებას.

მიუხედავად ამისა, დიდი ოცეულის შეხვედრის დასასრულს, პრეზიდენტი ობამა მაინც არ კარგავდა ოპტიმიზმს:

“ ჩვენი მუშაობა აქ არ შეიძლება შეფასდეს დრამატულად. რა თქმა უნდა ერთ დღეში მსოფლიოს ვერ შევცვლით, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ავამოქმედებთ საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის სტაბილიზაციას შეძლებენ.“

XS
SM
MD
LG