ორი თვის წინ მექსიკის ყურეში ნავთობმომპოვებელ კომპანია „ბი-პის“ წყალქვეშა ჭაბურღილზე მომხდარი ავარიის შედეგად გაჟონილმა ნავთობმა პირველად მისისიპის შტატის სანაპირომდე მიაღწია.
მისისიპის შტატის ოფიციალური პირების განცხადებით, გუშინ ნავთობი დაფიქსირებული იყო შტატის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ.
ისინი იმედოვნებენ, რომ კომპანია „ბი-პი“ უფრო დააჩქარებს გაჟონილი ნავთობის გაწმენდასთან დაკავშირებულ სამუშაოებს.