ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ბიპი"-ზე ზეწოლა გრძელდება


ნავთობკომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოები არ არის ადეკვატური

საერთაშორისო ნავთობმომპოვებელ გიგანტზე „ბიპი“-ზე ზეწოლა იზრდება მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გაწმენდასთან დაკავშირებით. ხოლო შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ეკოლოგიური კრიზისით გამოწვეული დიპლომატიური დაძაბულობის განმუხტვას ცდილობენ.

შაბათს შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ადმირალმა ჯეიმს უოტსონმა კომპანია „ბიპი“-ს ოფიციალურ პირებს წერილი მიწერა, რომელშიც მან შეშფოთება გამოხატა ჩაღვრილი ნავთობის გაწმენდასთან დაკავშირებული სამუშაოების ტემპის გამო.

უოტსონმა აღნიშნა, რომ „ბიპი“-ს მიერ ჩატარებული სამუშაოები არ არის ადეკვატური,რადგან კომპანიის გეგმა არ ითვალისწინებს მოწყობილობის ტექნიკური გაუმართაობის შესაძლებლობასა და სხვა საკითხებს. სანაპირო დაცვამ „ბიპი“-ს ოფიციალურ პირებს დაავალა ახალი სამუშაო გეგმის შემუშავება, რომელიც დღის ბოლომდე უნდა იქნას მზად.

XS
SM
MD
LG