ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ირანის მიმართ ახალ სანქციებზე მუშაობს


აშშ-მ და სხვა სახელმწიფოებმა შეთანხმებას მიაღწიეს გაეროს რეზოლუციის ტექსტზე, რომლის ძალითაც ირანს სანქციების მეოთხე ჯერს დაუდგენენ. როგორც გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა სუზან რაისმა განაცხადა რეზოლუცა ეურდნობა უკვე არსებულ გაეროს სანქციებს ირანის წინააღმდეგ და უბრალოდ კიდევ უფრო ამკაცრებს მათ. ახალ რეზოლუციაში მოიაზრება ემბარგო შეიარაღებაზე, შეზღუდვები ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების შემუშავებაზე, დამატებითი ინსპექციები მ გემებისა, რომლებითაც შეიძლება გადაჰქონდეთ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ტვირთები. რაისმა განაცხადა, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს გაეროს რეზოლუცია ძალაში და რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს მისი დამტკიცება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ. რეზოლუციის პროექტი გაეროს უშიშროების საბჭომ გუშინ უკვე განიხილა.

XS
SM
MD
LG