ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოფიციალური პირების განცხადებით, თვთმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი აქციის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 10 დაიჭრა. ტერორისტმა ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომანქანა ქალაქ ყუნდუზში უსაფთხოების კომპანიებიების შენობებთან ააფეთქა, რის შემდეგაც ორმა მეამბოხემ შენობაზე მიიტანა იერიში. მათსა და პოლიციას შორის ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. ბოლოს ორივე მეამბოხემ შენობის შიგნით თავი აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო. ამავდროულად ავღანეთში ოფიციალური პირების განცხადებით, ნატოს ავიაციის იერიშის შედეგად ოთხი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა. ნატოს სარდლობის განცხადებით მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

XS
SM
MD
LG