ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დომინიკ სტრაუს კანი გაათავისუფლეს


დომინიკ სტრაუს კანი გაათავისუფლეს
დომინიკ სტრაუს კანი გაათავისუფლეს

მიმდინარეობს ამ საქმის დეტალური გამოძიება, მათ შორის გამოაშკარავდება სასტუმროს დამლაგებლის საქმიანობა და მისი ბიოგრაფია.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მმართველი დირექტორი დომინიკ სტრაუს კანი შინა პატიმრობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სასტუმროს დამლაგებლის ჩვენება არასარწმუნო აღმოჩნდა.

პარასკევს, ნიუ იორკის მოსამართლე დათანხმდა სტრაუს კანის თავდებით და შიდა პატირმობიდან გათავისუფლებაზე. სტრაუს კანის ადვოკატები აცხადებენ, რომ მას მხოლოდ აშშ-ის ფარგლებში მოგზაურობის ნება დართეს. სასამართლოს პასპორტი არ დაუბრუნებია.

ბრალმდებლები აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ამ საქმის დეტალური გამოძიება, მათ შორის გამოაშკარავდება სასტუმროს დამლაგებლის საქმიანობა და მისი ბიოგრაფია.

ამავე განცხადების თანახმად, სასტუმროს დამლაგებლის გაუპატიურების მცდელობის ბრალდება არ მოუსხნიათ.

XS
SM
MD
LG