ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ამერიკაში მამის დღეს აღნიშნავენ


დღეს ამერიკაში მამის დღეს აღნიშნავენ
დღეს ამერიკაში მამის დღეს აღნიშნავენ

ყოველკვირეულ გამოსვლაში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ იგი ჰავაის კუნძულებზე ძირითადად ბებიამ და ბაბუამ გაზარდა. მის ცხოვებაში მამას არ მიუღია მონაწილეობა და სწორედ ამ მიზეზის გამო იგი მისი შვილების აღზრდაში მაქსიმალურად არის ჩართული.

პრეზიდენტმა გამოსვლისას ასევე დასძინა, რომ მშობლები ვალდებულები არიან შვილებს პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარონ.

ბარაკ ობამამ ასევე ხაზი გაუსვა ამერიკაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და დაამატა, რომ მიუხედავად ამის ყველა მამა ოჯახის წინაშე ვალდებულია, რომ ფარხმალი არ დაყაროს და გააგრძელოს ბრძოლა ოჯახის საკეთილდღეოდ.

XS
SM
MD
LG