ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მინსკში ოპოზიციონერი გაასამართლეს


მინსკში ოპოზიციონერი გაასამართლეს

შეერთებულმა შტატებმა სასამართლოს განაჩენი დაგმო.

გუშინ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს ანდრეი სანიკოვს ხუთი წლით თავისუფლების აღკევთა მიესაჯა. მას ბრალად მასობრივი პროტესტის ორგანიზება ედებოდა, რაც სადავო საპრეზიდენტო არჩევნებს მოჰყვა.

სანიკოვთან ერთად კიდევ ოთხი ოპოზიციონერი აქტივისტი გაასამართლეს. მათ სამნახევარი წლით პატიმრობა მიესაჯათ. 57 წლის ანდრეი სანიკოვი გასული წლის 19 დეკემბერს დააპატიმრეს. ის შვიდი საპრეზიდენტო კადიდატიდან ერთერთი იყო. მინსკში მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ გაიმართა რაც, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ ალექსანდრე ლუკაშენკო გამოცხადდა.

სანიკოვის წინაღმდეგ განაჩენის გამოტანას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, ამ სასამართლოთი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად დაბალია ბელარუსში კანონის უზენაესობა.

შეერთებულმა შტატებმაც სასამართლოს განაჩენი დაგმო და განაცხადა, რომ სანიკოვს და სხვა დაპატიმრებულ საპრეზიდენტო კანდიდატებს პოლიტიკურ პატიმრებად განიხილავს.

XS
SM
MD
LG