პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, სავარაუდოდ შეერთებული შტატების სამხედრო დრონის მიერ განხორციელებული სარაკეტი თავდასხმის შედეგად, ავღანეთის საზღვრის მახლობლად 25 ადამიანი დაიღუპა.
თავდასხმა ჩრდილოეთ ვაზირისტანში ქალაქ მირანშაჰიდან 35 კილომეტრის მანძილზე მდებარე ერთ-ერთ ბაზაზე მოხდა.
დაღუპულთა შორის სამი ბავშვი და ორი ქალია. პაკისტანის არმიის მთავარსარდალმა გენერალმა აშფაგ კაიანიმ კიდევ ერთხე დაგმო ამერიკელთა უპილოტო საფრენი აპარატების პარპაში პაკისტანის ტერიტორიაზე. რაც მისი აზრით, მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს და ხელს უშლის პაკისტანის ხელისუფლების ბრძოლას ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ.
თავის მხრივ პაკისტანში რამდენიმე დღის წინათ ჩასულმა შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარემ ადმირალმა მაიკ მალენმა პაკისტანის დაზვერვა ავღანელ მოჯახედებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.