ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ


იაპონიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს ეძებენ

ძებნაში 120 თვითმფრინავი და 65 გემი მონაწილეობს.

ათასობით იაპონელი ჯარისკაცი ამერიკელი მოკავშირეების დახმარებით, 9 ბალიანი მიწისძვრისა და ცუნამისგან უგზოუკვლოდ დაკარგული ადამინების ძებნას აწარმეობს.

სამაშველო ოპერაციაში, რომელიც უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს, 120 თვითმფრინავი და 65 გემი მონაწილეობს. სტიქიურმა უბედურებამ 11 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 16 500 კი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურის ოპერატორი კომპანია მკაცრად გააკრიტიკა ცუნამისგან თავდასაცავი ადეკვატური უსაფრთხოების სისტემის არარსებობის გამო.

ამავე დროს იაპონიის პრემიერი მოსახლეობას დაპირდა, რომ ატომური ელექტროსადგურის გარშემო 20 კილომეტრიანი უშიშროების ზონა აღარ გაფართოვდება და ამ ზონის გარეთ რადიაცია არ მიაღწევს საშიშ დონეს.

XS
SM
MD
LG