ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიაში გლოვის დღეა


დაღუპული მოზარდების მშობლები სასწრაფოდ შვეიცარიაში გადაფრინდნენ, რათა ცხედრები სამშობლოში გადმოასვენონ.

ბელგიაში პარასკევი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა. ხვალ ბელგიელები 28 დაღუპულს მიაგებენ პატივს, ვინც შვედეთის გვირაბში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად დაიღუპა.აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა არასრულწლოვანი მოზარდია. მათი ცხედრები ბელგიაში ხუთშაბათს საღამოს გადაასვენეს.

სამგზავრო ავარიის შედეგად ავტობუსის 28 მგზავრი დაიღუპა. მათგან შვიდი ჰოლანდიელია, 21 კი ბელგიის კათოლიკური სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები იყვნენ.

დაღუპული მოზარდების მშობლები სასწრაფოდ შვეიცარიაში გადაფრინდნენ, რათა ცხედრები სამშობლოში გადმოასვენონ.

ბელგიელი და შვეიცარიელი სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ მიზეზი, რამაც სამგზავრო ავტობუსის გზიდან გადახვევა და გვირაბის კედელზე შენარცხება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG