ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფის ჯარები კვლავ მისრატას უტევენ


კადაფის ჯარები კვლავ მისრატას უტევენ
კადაფის ჯარები კვლავ მისრატას უტევენ

ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ერთგულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაბომბეს მეამბოხეთა ქალაქი მისრატა, რომლის დროსაც 22 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაიჭრა.

მოწმეების განცხადებით, კადაფის ჯარებმა ტანკების, არტილერიის და სარაკეტო დანადგარების გამოყენებით, მიიტანეს ლიბიის დასავლეთში აჯანყებულთა მთავარ დასაყრდენზე იერიში.

ამასობაში ნატოს ავიაცია აგრძელებს ლიბიის დედაქალაქის ტრიპოლის დაბომბვას. თუმცა ლიბიის ჯამახირიის ლიდერი ჯერ-ჯერობით არსად წასვლას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ერდოგანმა გარკვეული გარანტიები შესთავაზა მას თანამდებობის და ქვეყნის დატოვების შემთხვევაში.

XS
SM
MD
LG