ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი სირიაში ძალადობას გმობს


თეთრი სახლი სირიაში ძალადობას გმობს
თეთრი სახლი სირიაში ძალადობას გმობს

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს 32 დემოსტრანტი მოკლეს.

უკვე სამი თვეა სირიაში გრძელდება ანტი-სამთავრობო დემონსტრანტები, მიუხედავად სირიის უშიშროების ძალების მიერ გამოყენებული ძალადობისა, საპროტესტო აქციებმა მთელი სირია მოიცვა.

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს 32 დემოსტრანტი მოკლეს. ქალაქ ლატაკიაში შვიდი დემონსტრანტი მოკლეს მაშინ, როდესაც ისინი ასადის პლაკატის ჩამოხსნას ცდილობდნენ.

თეთრი სახლი გმობს სირიის უშიშროების ძალების მიერ გამოყენებულ ძალადობას და აცხადებს, რომ თუ ბაშარ ალ ასადი კომპრომისზე არ წავა, სირია საგანგაშო მდგომარეობაში ჩავარდება.

4000-მა სირიელმა თურქეთს შეაფარა თავი. თურქეთ-სირიის საზღვართან კარვებია გაშლილი. სირიის პრეზიდენტის დიდი ხნის მოკავშირემ თურქეთის პრემიერ მინისტრმა რესეპ ტაიპ ერდოგანმა სირიის მთავრობა სისატიკეში დაადანაშაულა.

გაეროს ოფიციალური პირების მიერ სირიასთან დაკავშირებული მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს მხარს არ უჭერენ.

XS
SM
MD
LG