ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავდასხმა გაეროს კოლონაზე


თავდასხმა გაეროს კოლონაზე
თავდასხმა გაეროს კოლონაზე

გაეროს კოლონას სუდანის სამთავრობო ჯარები აცილებდნენ.

სუდანის სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთში მოქმედი შეიარაღებული ძალები დაადანაშაულეს გაეროს კოლონაზე თავდასხმაში, რომელსაც სუდანის სამთავრობო ჯარები აცილებდნენ.

გაეროს განცხადების თანახმად, თავდასხმა ნავთობით მდიდარ აბუეის რეგიონში მოხდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიჭრა.

სუდანის ჩრდილოეთის და სამხრეთის წარმომადგენლები ცდილობენ დროზე მოაგვარონ სადავო საკითხები, რადგან 9 ივლისს სამხრეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებაა დაგეგმილი.

რაც შეეხება ნავთობით მდიდარ რეგიონს, მისი მოსახლეობა რეფერენდუმზე გადაწყვეტს სუდანის რომელ ნაწილთან დააკავშიროს თავისი მომვალი.

XS
SM
MD
LG