ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა სპეცოპერაციის მონაწილეებს შეხვდა


ბარაკ ობამა სპეცოპერაციის მონაწილეებს შეხვდა

პრეზიდენტი ბარაკ ობამა დახურულ კარს მიღმა იმ საიდუმლო სპეცსამსახურების თანამშრომლებს შეხვდა, ვინც მსოფლიოს პირველი ტერორისტის -ბინ ლადენის მკვლელობაში მონაწილეობა მიიღო.

კენტუკის შტატში ფორტ კემბელის სამხედრო ბაზაზე ჩასულ პრეზიდენტსა და ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საზღავაო ფლოტის სამხედრო მაღალჩინოსნები და იმ ვეტრმფრენების პილოტები შეხვდნენ,ვინც ბინ ლადენის საცხოვრებელ სახლზე განხორციელებულ ოპერაციას ხელმძღვანელობდა:

„ჩემი აქ მოსვლის მიზეზი ძალზე მარტივია-ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ.ეს კვირა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთერთ მნიშვნელოვან კვირად ჩაიწერება,“ აღნიშნა პრეზიდენტმა ობამამ.

უკვე ათი წელია,რაც ფორტ კემბელის სამხედრო ბაზიდან შეერთებული შტატები ამერიკელ ჯარიკაცებს ავღანეთში აგზავნის. პრეზიდენტი ობამას განცხადებით, ბინ ლადენის განადგურება ამერიკის სამხედრო შეიარაღების ერთობლივი გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს:

„მადლობა თავდადებისა და ერთგულებისთვის სამხედრო დაზვერვის ყველა თანამშრომელსა და რიგით ამერიკელ ჯარისკაცებს. ტერორისტების ლიდერი მკვდარია - ამერიკაში 11 სექტემბერი არარასდროს განმეორდება.“

თუმცა პრეზიდენტმა ობამამ და ვიცე პრეზიდენტმა იქვე აღნიშნეს, რომ მსოფლიო ალ ყაიდასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კვლავაც განაგრძობს.

XS
SM
MD
LG