ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის პრემიერ მინისტრი ავღანეთში ჩადის


პაკისტანის პრემიერ მინისტრი ავღანეთში ჩადის
პაკისტანის პრემიერ მინისტრი ავღანეთში ჩადის

პაკისტანის პრემიერ მინისტრი იუსუფ გილანი, რომელიც ამჟამად ავღანეთში იმყოფება მოლაპარაკებას მართავს ავღანეთის პრეზიდენტთან და მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან.

გილანი ავღანეთში, კერძოდ კი ქაბულში დღეს ჩაფრინდა. მოლაპარაკების მრგვალ მაგიდას რამდენიმე პაკისტანის მთავრობის ოფიციალური პირი, მათ შორის სამხედრო და დაზვერვის სააგენტოს ოფიციალური პირებიც მიუსხდებიან.

შეხვედრისას მხარეები თალიბებთან მოლაპარაკებას, ვაჭრობის საკითხებსა და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ ორივე ქვეყანას დაძაბული ურთიერთობა ააქვს შეერთებულ შტატებთან.

XS
SM
MD
LG