ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მთავარი დაბრკოლება


რუსეთი და ბელორუსი შეფარვით ერთმანეთს მტრობენ.

ივლისის დასაწყისში რუსეთმა, ბელორუსმა და ყაზახეთმა საბაჟოს პროფკავშირის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მთავარი მიზანი, არც თუ ისე შორეულ მომავალში, 170 მილიონი ადამიანისთვის საერთო საბაზრო სივრცის შექმნაა.

ანდერს ასლუნდი, პეტერსონის ინსტიტუტის საერთაშორისო ეკონომიკის მკვლევარი თვლის, რომ ცოტა ბუნდოვანია, თუ რაზე შეთანხმდა 3 ქვეყანა. ის დასძენს, რომ მსგავსი სავაჭრო ზონის შექმნის მცდელობა მანამდეც ბევრჯერ იყო.

“პირველად რუსეთ-ბელორუსის გაერთიანება 1994 წელს. შემდეგ სავაჭრო გაერთიანება ყაზახეთსა და რუსეთს შორის 1995 წელს, მოგვიანებით ბელორუსთან , ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის დამატებით, 2000 წელს მას ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანება ეწოდა და მალევე დაიშალა.”

ასლუნდი ამბობს, რომ 2003 წელს ამას რუსეთის, ბელორუსს, ყაზახეთსა და უკრაინის მიერ საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა მოყვა.რომელიც უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ დაიშალა.

“ახლანდელი საბაჟო პროფკავშირები სწორედ საერთო ეკონომიკურ სივრცეს ეფუძნება და წესით უკრაინასაც უნდა აერთიანებდეს, მაგრამ არა. უამრავი დოკუმუნტი არსებობს, რომელსაც ამ დროის მანძილზე ხელი მოეწერა, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. ეს ბიუროკრატიის ტიპიური გამოვლენაა, არავის ეტყობა რომ კანონებს იცავდნენ, ამიტომ ამ ორგანიზაციის ნდობაც არ არსებობს.”

კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარი რობერტ ლეგვოლდი ეთანხმება.

“ვფიქრობ, ყველა ვინც ამ პროცესებს აკვირდება დარწმუნებულია იმაში, რომ რეალურად შედეგი არაფერს მოყვება. რუსეთი და ბელორუსი შეფარვით ერთმანეთს მტრობენ. მაინც იქნება ფუნდამენტური პრობლემები, მიუხედავად მონაწილეების კეთილი ნებისა, რომლებიც ამჯერად მოქმედების დიდ სურვილს არ გამოთქვამენ.”

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საბაჟო პროფკავშირების წევრობამ შესაძლოა რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შანსები შეასუსტოს.

თუმცა ასლუნდი მათ რიცხვში არ არის.

“როდესაც რუსეთის კანონმდებლებს ვესაუბრე, მივხვდი რომ საბაჟო პროფკავშირებს სერიოზულად არავინ აღიქვამს. მას მერე ბევრი პოლიტიკოსი იყო ვაშინგტონში ჩამოსული და ხსნიდნენ, რომ საბაჟო პროფკავშირების საწევრო ორგანიზაციაში გაერთიანებისთვის დაბრკოლება არ იქნება.”

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საბაჟო პროფკავშირების წევრობაზე უფრო დიდი დაბრკოლება რუსეთისთვის საქართველოს მთავრობის წინააღდეგობაა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდების თანახმად, თუკი ერთი ქვეყანა მაინც წინააღმდეგია, მას ვეტოს უფლება აქვს და სხვა, კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანებას ბლოკავს. თბილისი უკვე მრავალი წელია ვეტოს უფლებას იყენებს.

ბევრი ექსპერტი, მათ შორის ადვოკატი და ვაჭრობის ექსპერტი დევიდ კრისტი, რომელიც მთავრობებს მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაში ეხმარება, მიიჩნევს, რომ ვინაიდან საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების ვეტოს უფლება იყენებს, შესაძლოა პოლიტიკური ზეწოლის ქვეში მოექცეს და იძულებული გახდეს დათმოს ვეტოს უფლება.

XS
SM
MD
LG