შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონის რაიონში უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომელიც რიხტერის შკალით 3,6 ბალის სიძლიერის იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქის ჩრდილოეთით მერილენდის შტატში მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა. საბედნიეროდ ნგრევა და მსხვერპლი აღნიშნულ მიწისძვრას არ გამოუწვევია.
შეერთებული შტატების სეისმური სამსახურის წარმომადგენელის განცხადებით, ეს ვაშინგტონის ცენტრიდან 50 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო 1974 წლის შემდეგ.