ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლეიკემიის მკურნალობის ახალი მეთოდი


ლეიკემიის მკურნალობის ახალი მეთოდი
ლეიკემიის მკურნალობის ახალი მეთოდი

ახალი ექსპერიმენტი პენსილვანიის უნივერსიტეტში

ლეიკემიის - სისხლის კიბოს წინააღმდეგ მკურნალობის ახალი მეთოდი მეცნიერებმა ფილადელფიაში შეიმუშავეს. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარების გამოგონება პაციენტის გენეტიკურად შეცვლილი იმუნური სისტემის უჯრედების კიბოს უჯრედებში შეყვანას გულისხმობს.

ტრადიციული კლასიფიკაციის მიხედვით, ლეიკემიის ყველა სახე იყოფა ორ - მწვავე და ქრონიკულ ლეიკემიად.

ქრონიკული ლეიკემია B-ლიმფოციტების წინამორბედი უჯრედებისაგან ყალიბდება. იგი ხაისათდება ძვლის ტვინში, პერიფერიულ სისხლში, ლიმფურ ჯირკვლებში, ელენთასა და ღვიძლში მცირე ზომის ლიმფოციტების გამრავლებით.

ლეიკემიის განკურნების ერთადერთი საშუალება აქამდე ჯანმრთელი ძვლის ტვინის გადანერგვა იყო. მაგრამ ყოველივე ეს სირთულეს წარმოადგენდა, რადგან დონორის ძვლის ტვინის პაციენტის ძვლის ტვინთან შეფარდება არც თუ ისე ადვილი იყო, რასაც გარკვეული დრო ესაჭიროებოდა. ექსპერტების თქმით, ძვლის ტვინის ტრანსპლანტის მეშვეობით, სისხლის კიბოთი განკურნება პაციენტთა მხოლოდ ნახევარმა თუ შეძლო.

პენსილვანიის უნივერსიტეტში, ახალი ექსპერიმენტის ჩასატარებლად ლეიკემიით დაავადებული რამდენიმე პაციენტი შეირჩა. მკვლევარებმა, გენეტიკურად დააამუშავეს სისხლის უჯრედების ერთი ნაწილი იმუნური უჯრედების ნაწილთან და შემდეგ დაავდებულ B უჯრედებში შეიყვანეს.

პათოლოგიური და ლაბორატორიული მეცნიერების პროფესორი სამედიცინო უნივერსიტეტის აბრამსონის კიბოს ცენტრში, კარლ ჯოონი აღნიშნული გამოგონების ერთ-ერთი წამყვანი მონაწილეა:

“აღნიშნულმა ცდამ მოლოდინს გადააჭარბა და პრაქტიკულად, სისხლის კიბოთი სამივე პაციენტის სრული განკურნება მოხდა,- ” განაცხადა პროფესორმა.

მეცნიერების თქმით სახეშეცვლილი T უჯრედების შეყვანა პაციენტის ქიმიოთერაპიის პროცეცის შემდეგაა შესაძლებელი. თითოეული ეს უჯრედი ათასობით კიბოს უჯრედს ანადგურებს.

მკვლევარი მაიქლ კაჰლოსი იმასაც აღნიშნავს, რომ გამოგონებაზე მომუშავე გუნდმა, სასიგნალო მოლეკულების შექმნაც შეძლეს, რომელიც CD19-ნაა დაკავშირებული და რომელიც ათასობით T უჯრედების ბადის შექმნას განაგრძობს. გენეტიკურად მოდიფიცირებული ქსოვილი, კიბოთი დაავადებულ B უჯრედებს, მისი ხელახალი გამოჩენის შემთხვევაშიც ებრძვის.

ჟურნალი „New England Journal of Medicine“ სტატიის თანახმად 64 წლის ლეიკემიით დაავადებული პაციენტი, აღნიშნული მკურნალობის შედეგად, ექვსი თვის შემოწმების შემდეგ, ლეიკემიისაგან სრულად განიკურნა. პაციენტის ძვლის ტვინში არსებულ დაავადებულ B უჯრედებს ჯანმრთელი უჯრედები მას შემდეგ ჩაენაცვლა, როცა მათი განადგურება თერაპიის მეშვეობით მოხდა.

XS
SM
MD
LG