ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში თავდსხმები გრძელდება


სირიაში მოტაცებული 11 ლიბანელი მომლოცველის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს და მათ მალე გაათავისუფლებენ.

აქტივისტების ცნობით, სირიის ხელისუფლებამ ქალაქ რასტანზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვს დღეს სულ ცოტა ექვსი ადამიანი შეემატა.

სირიის უფლებადამცველები „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აცხადებენ, რომ რასტანი დილიდან მძიმე არტილერიის ცეცხლის ქვეშ იმყოფება. მთავრობა ცდილობს ამბოხებულები ქალაქიდან განდევნოს.

ბრიტანელი უფლებადამცველების ცნობით, დამასკოსთან აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. პარალელურად ლიბანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ სირიაში მოტაცებული 11 ლიბანელი მომლოცველის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს და მათ მალე გაათავისუფლებენ.

XS
SM
MD
LG