ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირმელ დისიდენტს სამშობლოში პასპორტი მისცეს


დისიდენტს, პირველად 24 წლის განმავლობაში მიეცემა საშუალება უცხოეთში გაემგზავროს.

ამერიკელი დეპუტატები მიესალმნენ ბირმის მთავრობის მიერ ოპოზიციის ლიდერის აუნგ სან სუ ჩისთვის პასპორტის მიცემას, რომელიც საშუალებას მისცემს დისიდენტს, პირველად 24 წლის განმავლობაში უცხოეთში გაემგზავროს.
მასაჩუსეტსის დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მალე ბირმის ლიდერი შესაძლოა ამერიკის შეერთებულ შტატებშჲ ჩამოვიდეს.
"ჩემთვის საინტერესოა მასთან შეხვედრა. თხუთმეტი წლის წინ მე ვიყავი მის სახლში შინა პატიმრობის დროს და ვუთხარი: " ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ ვაშინგტონში, როგორც ბირმის ლიდერს, ისე გიმასპინძლებ-მეთქი. ვულოცავ მას ამ საოცარ გამარჯვებას."
სენატორმა ჯონ მაკკეინმაც განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ბირმის ოპოზიციის ლიდერს ვაშინგტონში.
"კონგრესმა მას უკვე გადასცა ოქროს მედალი, ახლა მასთან შეხვედრას ველით. ვამაყობთ მისით და ვიმედოვნებთ, რომ ბირმის პროგრესი გაგრძელდება. "
კონგრესის წევრებმა ასევე მოუწოდეს ბირმის ლიდერებს დემოკრატიული პროგრესი განაგრძონ, რაც ამერიკის სანქციების შემსუბუქებას ხელს შეუწყობს.
XS
SM
MD
LG