ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელმა მეამბოხეებმა უკან დაიხიეს


სომალელმა მეამბოხეებმა უკან დაიხიეს

ხუთშაბათს ლონდონში ორმოცი ქვეყნის წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთდღიან კონფერენციაზე შეიკრიბებიან.

ოთხშაბათს სომალის ალ-შაბაბის მეამბოხეები დაპირისპირების დროს დამარცხდნენ და ბაიდოაზე კონტროლი დაკარგეს. ბაიდოა სომალიში სიდიდით მესამე ქალაქია და ამბოხებულთა საბაზო ადგილად ითვლება.

ბაიდოას დაცემა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილებას დაემთხვა, რომელიც სომალიში მისიის 6000 ჯარისკაცამდე გაზრდას ითვალისწინებს.

გაეროში ამერიკის ელჩმა სუზან რაისმა აღნიშნა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება რეგიონში ტერორიზმის დასუსტებას და მშვიდობის დამყარების პროცესს შეუწყობს ხელს.

სომალის დროებითი მთავრობის სპიკერის განცხადებით, ალ ყაიდასთან დაკავშირებულმა სამხედრო დაჯგუფებამ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დატოვა ბაიდოა. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ეს მეამბოხეთა ტაქტიკური სვლაა და სომალის ისლამისტურ სახელმწიფოდ გადაქცევისთვის ბრძოლას ისინი კვლავ გააგრძელებენ.

ხუთშაბათს ლონდონში ორმოცი ქვეყნის წარმომადგენელი და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთდღიან კონფერენციაზე იმ მიზნით შეიკრიბებიან, რომ სომალიში სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელონ.

XS
SM
MD
LG