ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარკოტრეფიკინგი - ავღანეთის უმთავრესი პრობლემა


ნარკოტრეფიკინგი - ავღანეთის უმთავრესი პრობლემა
ნარკოტრეფიკინგი - ავღანეთის უმთავრესი პრობლემა

ქაბული ეთანხმება დასავლეთის მოსაზრებას ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

გაეროს გენერალური მდივანი ბან კიმუნი აფრთხილებს ავღანეთს, ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა გააძლიეროს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ამ მიმართულებით ავღანეთს დახმარების ხელი გაუწოდოს.

ხეთშაბათს, ვენაში უცხოეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა დაგმო მსოფლიოში ნარკოტიკების წარმოება და ლიდერებს ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება მოსთხოვა. ბან კიმუნის აზრით, ავღანეთის განვითარებას ხელს გარკევეულწილად ქვეყანაში გაჩაღებული ნარკოტრეფიკინგიც უშლის.

ავღანეთის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის უფროსმა ზარარ აჰმედ მოქბეიმ აღნიშნა, რომ ქაბული ეთანხმება დასავლეთის მოსაზრებას ნარკოტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასთან დაკავშირებით. თუმცა მისი განცხადებით, ყაყაჩოს მოყვანა და წარმოება ძირითადად ავღანეთის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ხორციელდება.

XS
SM
MD
LG